Prominant People On IGCOB


Today I repeat my call for Georgia's diplomats, together with their Israeli counterparts, to extend

Read More...  

Projects

Read More...  

Gallery

Read More...  

Links

After 3 years hotel rooms deficit will start In Georgia

იციკ მოშე, ისრაელი-საქართველოს ბიზნეს-პალატის პრეზიდენტი: 2-3 წელიწადში საქართველოში შესაძლოა სასტუმრო ნომრების დეფიციტი შეიქმნას თბილისი (GBC) -  ისრაელი-საქართველოს ბიზნეს-პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე 2-3 წლიან პერსპექტივაში საქართველოში სასტუმროების დეფიციტს პროგნოზირებს და ამ კუთხით ბიზნესს გააქტიურებისკენ მოუწოდებს.
"თუ შევადარებთ საქართველოს იმ ქვეყნებს, სადაც საქართველოს მსგავსი სასტარტო მდგომარეობა და სოციალურ-ეკონომიკური საწყისებია, ასეთ ქვეყნებთან შედარებით საქართველო ძალიან საიმედო ქვეყანად გამოიყურება ტურისტებისთვის და შესაბამისად მას ტურუზმის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია", - განაცხადა იციკ მოშემ GBC-თან საუბრისას.
მისი განცხადებით, საქართველოში 2012 წლისთვის თითქმის 2 მლნ. ტურისტის ჩამოსვლაა მოსალოდნელი, რაც შესაბამისი რაოდენობის სასტუმროების არსებობას  მოითხოვს.
"ტურისტთა ამ რაოდენობას საშუალოდ 20 ათასი სასტუმროს ნომერი სჭირდება. საქართველოში, ამჟამად მხოლოდ 10 ათასი ნოემრია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ არ გაგრძელდა მშენებლობა, საქართველოში 2-3 წელიწადში სასტუმროების დეფიციტი შეიქმნება", - აღნიშნა იციკ მოშემ.
სასტუმროებზე საუბრისას, ბიზნეს-პალატის პრეზიდენტი უპირატესობას ძვირადღირებულ სასტუმროებს ანიჭებს. თუმცა მიაჩნია, რომ თბილისი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების გარდა, ბუტიკ-სასტუმროების ქალაქია. იციკ მოშე, ისრაელი-საქართველოს ბიზნეს-პალატის პრეზიდენტი: უძრავი ქონების სექტორში 200 მილიონი დოლარის ისრაელის ინვესტიციაა ჩადებულითბილისი (GBC) - ისრაელი-საქართველოს ბიზნეს-პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე ისრაელის ინვესტიციების განხორციელებისათვის ერთ-ერთ პერსპექტიულ ქვეყნად საქართველოს მიიჩნევს.
"მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა და პროექტების დროებით შეჩერებისა, რუმინეთის, უნგრეთის და ბულგარეთის შემდეგ ისრაელის ინვესტიციებისთვის საქართველო მომდევნო საინვესტიციო ქვეყანა გახდა", - განაცხადა იციკ მოშემ.
იციკ მოშეს, ამის ნათელ მაგალითად ის ფაქტი მოჰყავს, რომ საქართველოს უძრავი ქონების სექტორში მიმდინარე 10 ყველაზე მასშტაბური პროექტიდან, ორში ისრაელის ინვესტიციები მონაწილეობს.
"მხოლოდ უძრავ ქონებაში ჩადებულია დაახლოებით 200 მლნ. აშშ დოლარის ისრაელის ინვესტიცია. თუმცა, პროექტების განხორციელებას და მის დასრულებას, მინიმუმ 500 მლნ. აშშ დოლარი სჭირდება. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული თანხების მოსაზიდად და სავარაუდოდ 2010 წლისთვის საქართველოში ისრაელის ინვესტიციების განახლების წელი იქნება", - აღნიშნა იციკ მოშემ.
მისი ინფორმაციით, თბილისში ისრაელის ინვესტიციებით განხორციელებული ორი მასშტაბური პროექტიდან ერთ-ერთი არის 100 ათასი კვადრატულ მეტრზე განთავსებული ბიზნეს-ცენტრების და პრესტიჟული სასტუმროების პროექტი. აღნიშნული პროექტი სულ ოთხ ობიექტს მოიცავს, რომლის საერთო  ინვესტიცია 150 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის ინვესტორები არიან: "თიბისი ბანკი", ბიძინა ივანიშვილი, ისრაელის ცნობილი ინვესტორი ეიალ ოფერი და კიდევ ერთი ისრაელის ჯგუფი. კომპლექსის დაწყება მაისიდან იგეგმება.
რაც შეეხება მეორე პროექტს, რომელიც ქალაქის საიმიჯო პროექტად მოიაზრება, აბანოთუბანში მდებარეობს. პროექტში დაახლოებით 50 მლნ. აშშ დოლარის ინვესტირება იგეგმება. პროექტის ერთი ნაწილი დაფინანსდება ფრანგულ-ისრაელის ინვესტიციით, რთული არქიტექტურული კონცეფციის გამო, აღნიშნული პროექტის დაწყება ზაფხულის ბოლო, შემოდგომისთვის იგეგმება.

Tourism

Read More...  

Weather

Read More... 

Exchange

Read More... 

Map Of Georgia

Read More...

IGCOB President

Read More...


ig-chamber.org

Site Map