Prominant People On IGCOB


Today I repeat my call for Georgia's diplomats, together with their Israeli counterparts, to extend

Read More...  

Projects

Read More...  

Gallery

Read More...  

Links

Press & Information

 

ეკონომიკური ურთიერთობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან

საქართველოს პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტის დროს თურქული პრესა პირველ გვერდებზე აშუქებდა ემოციურ შეხვედრას, რომელიც ქართული დელეგაციის წევრებსა და თურქ ქართველ ბიზნესმენებს შორის შედგა. შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო საქართველო – ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, ბ-ნი იციკ მოშე, რომელიც ამასთანავე ეკონომიკის სამინისტროს მრჩეველია ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში. იციკ მოშე ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად იმყოფებოდა ისრაელში, ამ ვიზიტს პრესა აფასებდა, როგორც ისრაელთან ეკონომიკური ურთიერთობის ახალ ტალღას. ისრაელში გზის გაკაფვის შემდეგ იციკ მოშე ჩავიდა თურქეთში, რათა მოემზადებინა სტამბულში ინვესტორების შეხვედრა პრეზიდენტთან. თურქეთში საქართველოს გენ. კონსულთან, ბატონ თემურ შარაშენიძესთან ერთად მოეწყო მთელი რიგი სამუშაო შეხვედრები, რის შედეგადაც ჩატარდა 40 თურქ ქართველ ბიზნესმენთან შეხვედრა იზმითში. "ჩემთვის მოულოდნელი და ამაღელვებელი იყო ის განწყობა და ემოციური ფონი, რომელიც იქაურ ქართველებს აქვთ ისტორიულ სამშობლოსთან მიმართებაში" - ამბობს ბატონი იციკ მოშე. მას 15-წლიანი გამოცდილება აქვს უცხოელ და ქართველ ინვესტორებთან ურთიერთობისა და თვლის, რომ საქართველოში ინვესტორების მოზიდვისათვის "დღეს გზა გაკაფულია, რაც ახალი პოლიტიკის, რევოლუციისა და პრეზიდენტის კურსის დამსახურებაა. დარჩა მხოლოდ ამ გაყვანილი გზის განათება და სწორედ გამოყენება. ისრაელისა და თურქეთის ინვესტიციები საქართველოში შეიძლება იყოს კომპლემენტარული, ვინაიდან ისრაელის ინვესტიციებში ძირითადი აქცენტი არის ინიციატივასა და პირველად დაფინანსებაზე, რისი ლოგიკური გაგრძელებაც იქნება თურქული ინვესტიციები უძრავ ქონებაში. საინტერესოა, რომ თურქეთის 50 წამყვანი კომპანიიდან 10 ეკუთვნით ქართველებს, მათგან ერთ-ერთი მესამე ადგილზეა, სტამბულის მერი არის თურქი ქართველი და შევხვდით კიდევ რამდენიმე ქალაქის ქართველ მერებსა და მოადგილეებს. სტრატეგიულად, თურქეთის როლი ინვესტიციების საკითხში მისი მდებარეობის გამო შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. " თვლის იციკ მოშე და გამოთქვამს იმედს, რომ ისრაელში და თურქეთში ინვესტორებთან შეხვედრების კვალი ერთი წლის განმავლობაში დაეტყობა ქალაქს. "თურქეთში ინვესტორებთან შეხვედრაზე აღვნიშნე, რომ არ არის ლაპარაკი ვალზე და მოვალეობებზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესები თურქეთის ქართველებს, ებრაელებს და ქართველ ებრაელობას გვაძლევს ისტორიულ შანსს, რომ ჩვენი მცირედი წვლილით გარდამტეხი როლი შევასრულოთ საქართველოს ეკონომიკურ წინსვლაში...

 

 

 

Tourism

Read More...  

Weather

Read More... 

Exchange

Read More... 

Map Of Georgia

Read More...

IGCOB President

Read More...


ig-chamber.org

Site Map