Prominant People On IGCOB


Today I repeat my call for Georgia's diplomats, together with their Israeli counterparts, to extend

Read More...  

Projects

Read More...  

Gallery

Read More...  

Links

Press & Information

 

ქართველი ებრაელები ისრაელში:
მედლის ორი მხარე


ქართველი ებრაელების საქმიანობა ისრაელში, ისევე, როგორც რუსული, უკრაინული და სხვა დიასპორების, ხშირ შემთხვევაში მოქცეულია ვიწრო კუთხური ეგიდის მქონე ორგანიზაციათა ჩარჩოში. "კუთხური იზოლაცია" ხელისშემშლელი ფაქტორია ებრაელთა ისრაელიზაციისათვის, იგი მიუღებელი და ნეგატიური პროცესია ისრაელის საზოგადოებისთვის.

საბედნიეროდ, ისრაელში მცხოვრებ ქართველ ებრაელთა შორის არიან ისეთებიც, რომელთაც სრულად გაიარეს ისრაელიზაციის პროცესი, არ ჩაიკეტნენ ქართულ-ებრაულ კუთხურ გეტოში და დღეს მათი სახელები საქვეყნოდ არის ცნობილი. ამჯერად წარმოგიდგენთ სამ ხელოვანს, რომლებმაც დიდ პოპულარობას მიაღწიეს ისრაელში. მათთან ერთად სხვა მრავალი ქართველი ებრაელი, რომელთა საქმიანობა ნაკლებად შუქდება მედიით, ისინი თავიანთი პროფესიონალიზმითა და მიღწევებით ხელს უწყობენ ქართველ ებრაელთა ინტეგრაციას ისრაელის საზოგადოებაში და არა მის იზოლიაციასა და ჩამორჩენას. სამწუხაროდ, მათ სახელებს ნაკლებად იცნობენ საქართველოში, თუმცა, სწორედ ამ ადამიანებს შეუძლიათ რეალური აღიარება მოუტანონ ქართველ ებრაელობას, ისრაელს და განსაკუთრებით საქართველოს.

ამრიგად, ისრაელში ქართველ ებრაელთა მოღვაწეობა ორ მიმართულებად შეიძლება დავყოთ. ერთნი, ვინც წლების მანძილზე აფრიალებენ ქართულ-ებრაული მეგობრობის დროშას, ქმნიან ქართველ ებრაელთა ორგანიზაციებსა და პარტიებს, აპელირებენ 26-საუკუნოვანი მეგობრობის სახელით - სამწუხაროდ, ამ ჯგუფების საქმიანობა არ არის მიმართული იმისაკენ, რომ ისტორიული მეგობრობა ორ ერს შორის გადაიქცეს სახელმწიფოთაშორის ცივილურ და ეფექტურ კავშირად. მათი საქმიანობა უკეთეს შემთხვევაში არანაირ კვალს არ ტოვებს ქართველ ებრაელთა მდგომარეობაზე და საქართველო-ისრაელის ურთიერთობაზე, ხოლო უარეს შემთხვევაში უარყოფითად მოქმედებს მასზე. ალბათ პარადოქსია, მაგრამ სწორედ ის ხალხი, ვინც საკუთარ გზად აირჩია ნამდვილ ისრაელელად ჩამოყალიბება და ისრაელური საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდა, გაცილებით დიდ როლს ასრულებს ქართველ ებრაელთა დიასპორისა და საქართველოს პოპულარიზაციისათვის.

სოსო ბარდანაშვილი - კომპოზიტორი, მისი შექმნილია მრავალი შესანიშნავი მუსიკალური ნაწარმოები, არის 20 კინოფილმისა და 40 სპექტაკლის მუსიკის ავტორი. მიღებული აქვს რამდენიმე პრიზი ისრაელში. ორი წლის მანძილზე მინიჭებული ჰქონდა წოდება - "ისრაელის საუკეთესო კომპოზიტორი". სოსო ბარდანაშვილის გამოჩენამ ისრაელის მუსიკალურ სამყაროში, რევოლუციურად შეცვალა ისრაელის საზოგადოების წარმოდგენა ქართველ ებრაელთა შესაძლებლობებზე და ქართული მუსიკალური სკოლის ტრადიციებზე.

მეირ ფიჩხაძე - ისრაელის ერთ-ერთი საუკეთესო მხატვარი, რომელსაც უწოდებენ საქართველოში დაბადებულ ისრაელელ ხელოვანს. მეირ ფიჩხაძის მაგალითზე ისრაელმა გაიცნო საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელსაც შეუძლია აღზარდოს უდიდესი შემოქმედი.

დოვერ ქოსაშვილი - რეჟისორი. გასულ წელს გაიმარჯვება მოიპოვა ისრაელში არსებული კინოფესტივალების ნომინაციათა 90%-ში. დოვერ ქოსაშვილის უზარმაზარი მიღწევები და პოპულარობა ისრაელში პირდაპირ არის დაკავშირებული ქართული კინოხელოვნების აღიარებასთან.

 

 

 

Tourism

Read More...  

Weather

Read More... 

Exchange

Read More... 

Map Of Georgia

Read More...

IGCOB President

Read More...


ig-chamber.org

Site Map